ლუკაშენკო – “საქართველოს პრემიერი რუსეთზე აცრემლებული მელაპარაკებოდა” – ვიდეო

ლუკაშენკო - "საქართველოს პრემიერი რუსეთზე აცრემლებული მელაპარაკებოდა" - ვიდეობელორუსის პრეზიდენტმა ყოველწლიურ მიმართვაშირეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბელორუსისგან განსახვავებულად ფიქრობს, მისი ქვეყანა მათთან მაინც მჭიდრო და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საჭიროა რომ მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს უსმენდნენ და ეხმარებოდნენ.

ამ კონტექსტში ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, რუსეთთან დაკავშირებით სენტიმენტები გააჩნია.

– ან იგივე საქართველო. პრემიერი, როგორც ჩვენი კობიაკოვია, მაგრამ ჩვენი 100%-იანი რუსია, იქ კი 75%-იანი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვსინჯავდით. ადამიანი გაიხსნა და რუსეთთან მის დამოკიდებულებაზე ლამის აცრემლებული მელაპარაკებოდა. ვინ ესაუბრა მას? ყველაზე ადვილია- მოშორება. ისინიც უკვე თანამედროვე ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში ჩვენ ვართ დამნაშავე, რაც ჩვენს გარშემო ხდება.- განაცხადა ლუკაშენკომ.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/rustavi2/videos/1950160545028021/