მაიკ პომპეო – “რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა… დავეხმაროთ მამაც ხალხებს უკრაინასა და საქართველოში”

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო მისიტრობაზე წარდგენილი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის წარმოების დრო დასრულდა.

“რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, რაშიც მას ხელი შეუწყო წლების განმავლობაში ჩვენმა რბილმა პოლიტიკამ. ეს ახლა დასრულებულია. იმ ქმედებათა სია, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციას გააჩნია, მიმართულია იქითკენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მის ქმედებებზე ფასი გაიზარდოს და ეს სია საკმაოდ გრძელია,” – განაცხადა პომპეომ თავის წერილობით ჩვენებაში, რომელიც აშშ-ს კონგრესს გადაუგზავნა.

რუსეთის საწინააღმდეგო ზომების ჩამონათვალში პომპეო ასახელებს სანქციებს, დიპლომატების გაძევებას, აშშ-ის ბირთვული და სამხედრო პოტენციალის გაზრდას და ასევე “იმ მამაცი ხალხების შეიარაღებას, რომლებიც წინ უდგანან რუსეთის ექსპანსიონიზმს უკრაინასა და საქართველოში”.

“ეს სია ძალიან გრძელია და მე იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება იქ დამატებებიც შევიტანო. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ცხადყოფს, რომ ჩვენმა უსაფრთხოების კონცეფციამ ტყუილად არ დაასახელა რუსეთი ჩვენს მთავარ საფრთხედ,” – აცხადებს პომპეო.

ნიუპოსტი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018