„მარგველაშვილზე თავდასხმები ამორალურია ,,ოცნების“ მიერ, რომელმაც ციხიდან რუსეთის ჯაშუშები და მოძალადეები მასობრივად გაუშვა“ – ნიკა გვარამია

„მარგველაშვილზე თავდასხმები ამორალურია ,,ოცნების“ მიერ, რომელმაც ციხიდან რუსეთის ჯაშუშები და მოძალადეები მასობრივად გაუშვა“ - ნიკა გვარამიაძალადობაში ბრალდებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარის კამპანია მარგველაშვილის წინაღმდეგ,

„სრული აბსურდია პრეზიდენტ მარგველაშვილზე თავდასხმები მისი შეწყალებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო, რა მძიმეც არ უნდა იყოს ეს დანაშაული და ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი. აბსურდთან ერთად, სრულიად ამორალურია ქართული ოცნების მიერ ამის ჩადენა, პარტიის, რომელმაც რუსეთის ჯაშუშები და სერიული მოძალადეები გაუშვა მასიურად, ერთერთი მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა და დღეს პარლამენტში უზის (ლევან გოგიჩაიშვილი).

შეწყალება არის ინდივიდუალური და სუბიექტური აქტი. ვყოფილვარ შეწყალების კომისიის წევრი და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მწირია ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეწყალების კომისია და შემდგომში უკვე პრეზიდენტი იღებენ გადაწყვეტილებას. ეს სიმწირე იმის ბრალია, რომ პენიტენციურ სისტემაში არ არის ინსტიტუციონალიზირებული პატიმრებზე დაკვირვების და მათი ფსიქოლოგიური შესწავლის მექამიზმი. ამას დიდი შრომა და ფული სჭირდება და ქართულ სახელმწიფოს კარგა ხანი არ გვექნება ამის თავი. ამიტომაც, კომისიას ისღა რჩება, იმის მიხედვით იმსჯელოს, როგორ იქცევა პატიმარი ციხეში და რა დასკვნას მიიღებს ამის შესახებ პენიტენციური სისტემისგან და ასევე პენიტენციური ფსიქოლოგისგან.

მთავარი ის კი არ არის, ერთმა ან გინდაც ხუთმა შეწყალებულმა რა ქნეს, გადამწყვეტია, რამდენია შეწყალებულთა უკან, ციხეში შებრუნების მაჩვენებელი. ჩემი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 1%ს არ აღემატება, რაც საკმაოდ პოზიტიური ციფრია.

ეს კამპანია სრულიად პოლიტიკური შინაარსისაა მარგველაშვილის (როგორც მოქმედი პრეზიდენტის, ისე მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის) წინააღმდეგ და ამ ნაკადში გაურკვეველი მიტმასნებებით ფემიციდის თუ სხვა საკითხების, რაც სრულიად არარელევანტურია. ვწუხვარ, თუ მაგალითად, ქალთა უფლებების დამცველებს არ ესმით ეს არარელევანტურობა, ერთის მხრივ, და სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი რომ გახდნენ, მეორეს მხრივ.

ჩემთვის, პირიქით, პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკა ზედმეტად გაუბედავია და სრულიად უსამართლოდ არ ვრცელდება პოლიტიკური ფონის გამო ციხეში მყოფებზე, იგივესათვის, ანუ შეწყალების გამო გასამართლებულ, აჟამად დევნილობაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილზე და ერთდროულად ამ ხელისუფლების და საპატრიარქოს მტაცებლური დაჯგუფების პირად მძევალ დეკანოზ მამალაძეზე“ – წერს ნიკა გვარამია.