მექსიკაში უეფას თასი მოიპარეს – ლეონიდან ლიონამდე

მექსიკაში უეფას თასი მოიპარეს - ლეონიდან ლიონამდემექსიკაში საჩვენებლად ჩატანილი უეფას თასი უცნობებმა გაიტაცეს. ის მალევე ქალაქ გუანახუატოში იპოვეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, ევროპა ლიგის თასი ქალაქ ლეონში ჩვენების შემდეგ მანქანით მიჰქონდათ. სწორედ მანქანიდან მოახერხეს მისი გატაცება. თასი გუანახუატოს კრიმინალურმა პოლიციამ დააბრუნა.

ის მექსიკაში კომპანია FedEx-მა ჩაიტანა. ის ევროპის ჩემპიონთა ლიგის გენერალური სპონსორია 2015 წლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება.

იმედინიუსი