მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შალვა თადუმაძე დაინიშნა.

თადუმაძე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

შალვა თადუმაძე 2012 წლიდან დღემდე მთავრობის საპარლამენტო მდივნი იყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.

ნიუპოსტი