ნიკოლ პაშინიანი სევანის პოლიციაში იმყოფება – სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ ის დააკავეს

ნიკოლ პაშინიანი სევანის პოლიციაში იმყოფება - სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ ის დააკავესსომხეთის ოპოზიციური მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი“-ს ლიდერი ნიკოლ პაშიანიანი ქალაქ სევანის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაცია პაშინიანის „ფეისბუკ“ პირად გვერდზე განთავსდა.

„ნიკოლ პაშინიანი ქალაქ სევანის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება“,- ნათქვამია ცნობაში.

საპროტესტო აქციის ლიდერები 22 აპრილს მასობრივი შეკრების უკანონო ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, თუმცა პაშინიანის ადგილსამყოფელი კოლეგებისთვის ცნობილი არ იყო.

ოპოზიციის ლიდერების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკოლ პაშინიანი მოლაპარაკების მიზნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის, აქცია კი არ დაიშლება.

სერჟ სარგსიანის გაპრემიერების საწინააღმდეგო აქციები სომხეთში 13 აპრილიდან მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე დღეა, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მასობრივად აკავებდნენ.

პირველი