ნიკოლ პაშინიანი – ”სომხეთში რევოლუცია გრძელდება, იწყება მისი მეორე რაუნდი”

ნიკოლ პაშინიანი - ”სომხეთში რევოლუცია გრძელდება, იწყება მისი მეორე რაუნდი”დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ოპოზიციამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო „რევოლუციის მეორე რაუნდის“ დაწყების შესახებ.

– ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა მხარდამჭერებთან. მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება ხავერდოვანი რევოლუციის მეორე რაუნდთან დაკავშირებით. ოპოზიციურმა მოძრაობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესი რეალური ცვლილებებით დასრულდეს, – აცხადებს პაშინიანი.

ყველა გადაწყვეტილებას პაშინიანი დღეს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მიტინგზე გააჟღერებს. პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ “პოლიტიკური ვაჭრობა არ იქნება, რევოლუცია კი გრძელდება“.

ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.

იმედინიუსი