პოლ პოგბამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს

პოლ პოგბამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოსმანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ შესაძლოა გუნდი დატოვოს, რადგან მას ჟოზე მოურინიოსთან მცირე კონფლიქტი აქვს.

ჯერჯერობით ამაზე ფეხბურთელი ხმამაღლა არ საუბრობს, მაგრამ პოგბამ რამდენიმე მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რაც ბუნებრივია მისთვის უჩვეულოა.

პოგბას ტრანსფერში მანჩესტერ იუნაიტედმა 100 მილიონზე მეტი გადაიხადა, ამიტომ პოგბას შეძენის მსურველებს, მინიმუმ იგივე თანხის გადახდა მოუწევთ.

აღსანიშნავია ისიც რომ პოგბამ მასში გადახდილი ფული ჯერჯერობით ვერ გაამართლა.