პოლკოვნიკ თეთრაძის საქმე – ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პოლკოვნიკ თეთრაძის საქმე - ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაპოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, მას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა.