პროტესტი სომხეთში – პაშინიანი ფიქრობს, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა

პროტესტი სომხეთში - პაშინიანი ფიქრობს, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევასომხეთის საპროტესტო მოძრაობი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი სომხეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 1 მაისს 8 საათზე საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და დედაქალაქის ქუჩები გაავსონ. აღნიშნული განცხადება პაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.დღეს დაგეგმილი იყო ნიკოლ პაშინიანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის შეხვედრა, თუმცა კარაპეტიანი შეხვედრაზე არ მივიდა. ოპოზიციის ლიდერის აზრით, შეხვედრა იმის გამო არ შედგა, რომ კარაპეტიანი არ არის დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში.

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების რუსეთში გამართულ შეხვედრებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სომხეთში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის შიდა საქმეა და რუსეთი ამაში არ ჩაერევა, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედება იმის ჩვენების მცდელობაა, რომ მათ თითქოს გარე მხარდაჭერა აქვთ.

„ალბათ იციან, რომ სომხეთში მათ მხარდაჭერა არ აქვთ და სურთ შექმნან შთაბეჭდილება, რომ არსებობს მხარდაჭერა სხვაგან. მაგრამ არა მგონია, რომ ეს მართებული აზრი იყოს.“- განაცხადა პაშინიანმა.