ქალი, რომელიც იუთუბის ოფისს თავს დაესხა, მოკლეს

ქალი, რომელიც იუთუბის ოფისს თავს დაესხა, მოკლესქალი, რომელიც დღეს Google-ს კუთვნილი კომპანიის, Youtube-ის სათაო ოფისს თავს დაესხა, მოკლულია. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან ორი ქალი, ერთი კი კაცია.

შეტყობინება თავდასხმის შესახებ 911-ზე ადგილობრივი დროით დღის 12:46 საათზე შევიდა.

დაახლოებით ერთ საათში შენობიდან ევაკუაცია დასრულდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

სამართალდამცველებს გაწეული და მიმდინარე სამუშაოებისთვის, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.