ქართველი მოცეკვავის წარმატება არაბული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე

ქართველი მოცეკვავის წარმატება არაბული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზექართველმა მოცეკვავემ, ანა პატარიძემ, ცოტა ხნის წინ ისრაელში გამართულ არაბული ცეკვების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია  _  “ფოლკლორის” ნომინაციაში პირველი, “კლასიკაში” კი მეორე ადგილზე გავიდა.

_ მე და ანა ისრაელში 20 თებერვალს უნდა წავედით,  2 ცეკვა დავდგით, ერთი ფოლკლორული, ერთიც კლასიკა. ბევრი ვიშრომეთ და ამ შრომამ შედეგი გამოიღო: ფოლკლორში ანა პირველ ადგილზე გავიდა, კლასიკაში კი 2 ქულა დააკლდა პირველ ადგილამდე, მეორეზე დაასახელეს. ეს დიდი წარმატებაა. ნამდვილად არ ველოდით ამას. ცოტა რთული ქორეოგრაფია იყო და ჟიურიშიც ძალიან მკაცრი და ცნობილი ქორეოგრაფები იყვნენ მაროკოდან, თურქეთიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან, _  აღნიშნა აღმოსავლური ცეკვების ოსტატმა, ქორეოგრაფმა ელენე ჩიხლაძემ.