ყაჩაღობა თბილისში – დანით შეიარაღებული პირი სუპერმარკეტში შეიჭრა

ყაჩაღობა თბილისში - დანით შეიარაღებული პირი სუპერმარკეტში შეიჭრადანით შეიარაღებული პირი კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “იოლში” შეიჭრა. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე.

უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი”-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.