ქვემო ფონიჭალაში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ქვემო ფონიჭალაში ბავშვს ავტომობილი დაეჯახარუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.