რეალი ზაფხულში სალაჰისთვის იბრძოლებს

რეალი ზაფხულში სალაჰისთვის იბრძოლებსმადრიდის რეალი ზაფხულში ლივერპულის ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება. სალაჰი წლევანდელ სეზონში ძალიან შედეგიანია და მან უკვე 41 გოლის გატანა მოახერხა მისი კარგი თამაში რეალის ხელმძღვანელობას არ გამორჩენია და სამეფო კლუბი ზაფხულში სალაჰისთვის იბრძოლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალი მზად არის სალაჰის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ეს ინფორმაცია რეალის წარმომადგენლებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

თვითონ სალაჰმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ლივერპულში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.