,,რუსეთი კლავს“ – ქართველი ემიგრანტები, დღეს, ავსტრიაში მდუმარე აქციას გამართავენ

,,რუსეთი კლავს“ – ქართველი ემიგრანტები, დღეს, ავსტრიაში მდუმარე აქციას გამართავენდღეს, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება მდუმარე, სამგლოვიარო აქცია სახელწოდებით „რუსეთი კლავს“.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანია, პატივი მიაგოს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, გიორგი ანწუხელიძის, ასევე, 1989 წლის 9 აპრილსა და მას შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

აქცია გაიმართება 18:00 საათზე შვარცენბერგპლაცზე, რუსი ჯარისკაცის ძეგლთან.