“რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი მოვიდა“ – რა დეტალებზე საუბრობს ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, „რ2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი მოვიდა, რომელშიც საქართველოს მთავრობა ითხოვს, სანამ საქმის განხილვა დასრულდება, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და „რ2“ გადაეცეს ქიბარ ხალვაშს.

ნიკა გვარამიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ „რ2“-ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების დამადასტურებლად ევროპული საქართველოს და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები მოჰყავს.

„მოკლედ, რა ხდება. მოვიდა სტრასბურგიდან საქართველოს სახელმწიფოს პასუხი. სხვა დანარჩენთან ერთად, საქართველოს მთავრობა ითხოვს, სანამ საქმის განხილვა დასრულდება, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და„ რ2“ გადაეცეს ხალვაშს (კანონიერ მესაკუთრესო, ასე წერენ). ნუ, ამათ რა აწუხებთ და ამ მოთხოვნით რას ამტკიცებენ, გასაგებია.

ახლა, მოკლედ, ქვემოთ რაც დავდე იმის შესახებ. აბა, გარდა იმისა, რომ ჩემი ბრიფინგებით „რ2“ სასამართლოს იმიჯს ლახავს და სიცრუეს ავრცელებს, კიდევ რა მოიყვანა იუსტიციის სამინისტრომ „რ2“-ის მხრიდან მიკერძოების და სიცრუის გავრცელების მაგალითად? როგორც ნავარაუდევი იყო 100%იანი სიზუსტით – ევროპული საქართველოს და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები.

სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი,“ – წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018