საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდისმიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება: დამამი-თბილისი-დამამი – 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი); ჯედა-თბილისი-ჯედა – 2 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
და კვირა); რიადი-თბილისი-რიადი – 3 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა).

ბიპიენი