სერხიო აგუერო მაისის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს

სერხიო აგუერო მაისის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშსმანჩესტერ სიტის და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ ტრავმა მიიღო და ის მაისის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.

ეს კი იმას ნიშნავს რომ საკლუბო სეზონი მისთვის დასრულებულია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის აგუერო მზად იქნება. აგუეროს რამდენიმე ტრავმა ჰქონდა წლევანდელ სეზონში, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც შედეგიანი იყო და კარგი სეზონი ჰქონდა.

აგუერო არგენტინის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომ მისი ნაკრებში ყოფნა აუცილებელია მსოფლიოს ჩემპიონატზე.