სერხიო რამოსი: ”რთული თამაში მოვიგეთ”

სერხიო რამოსი: ”რთული თამაში მოვიგეთ”მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა განაცხადა რომ ბაიერნის წინააღმდეგ მის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა რეალმა კარგ შედეგს მიაღწია. რამოსის თქმით განმეორებითი შეხვედრა ასევე რთული იქნება:

”ნამდვილად გაგვიჭირდა, რადგან ბაიერნი ძლიერი გუნდია, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ჯერ ფინალში არ გავსულვართ, რადგან განმეორებითი შეხვედრა წინ არის, სადაც ყურადღებით უნდა ვიყოთ”–განაცხადა სერხიო რამოსმა.