სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი გადადგა – ”პაშინიანი მართალი გამოდგა, მე შევცდი”

სომხეთის პრემიერი სერჟ სარგსიანი გადადგა - ”პაშინიანი მართალი გამოდგა, მე შევცდი”ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა.სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 17 აპრილს აირჩია. პარლამენტში კენჭისყრა, ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

სარგსიანი იკავებდა უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება.

სერჟ სარგსიანის გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებენ. საპროტესტო აქციაზე გამოსულია რამდენიმე ათასი ადამიანი, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სარგსიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებების და უმაღლესი კანონის წინააღმდეგ წასვლა.

საპროტესტო გამოსვლების ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება დააანონსა და სომხეთის მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ცოტა ხნის წინ სარგსიანმა ასეთი მიმართვა გაავრცელა:

“ძვირფასო თანამემამულენო!მივმართავ სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, უფროს თაობასა და ახალგაზრდობას, ქალებსა და მამაკაცებს.

მივმართავ მათ, ვინც დღე და ღამე დგას ქუჩაში და მოუწოდებს – “უარი უთხარი სერჟს” და მათაც, ვინც ძლივს მიდის სამუშაო ადგილებამდე, რათა საკუთარი ვალი მოიხადოს. მივმართავ მათ, ვინც მთელი დღე პირდაპირ ეთერს ადევნებს თვალს და მათაც, ვინც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მივმართავ მამაც ჯარისკაცებსა და ოფიცრებს საზღვარზე, მივმართავ ჩემს თანამებრძოლებს. მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, ყველა პოლიტიკურ ძალას და მოღვაწეს.ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ სიტუაციას რამდენიმე გამოსავალი აქვს, მაგრამ არცერთს გავაკეთებ. მე ვტოვებ ქვეყნის მეთაურის პოსტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ქუჩის მოძრაობა ჩემი პრემიერობის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას.

მშვიდობა, ჰარმონია და ლოგიკა ჩვენს ქვეყანას. მადლობას გიხდით.”

ნიუპოსტი