სოფელ კალაურში 54 წლის ლადო ქევხიშვილი მოკლეს, დედამისი მარანში ჩაკეტეს – ნიღბიანებმა ქევხიშვილების ოჯახიდან 20 ათასი ლარი წაიღეს

სოფელ კალაურში 54 წლის ლადო ქევხიშვილი მოკლეს, დედამისი მარანში ჩაკეტეს - ნიღბიანებმა ქევხიშვილების ოჯახიდან 20 ათასი ლარი წაიღესსასტიკი მკვლელობა მოხდა სოფელ კალაურში – 54 წლის ლადო ქევხიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.

სოფელ კალაურში დედა-შვილს 3 ნიღბიანი თავს ღამით დაესხა. 90 წლის მანია ქევხიშვილი მარანში ჩაკეტეს, მისი შვილი, 54 წლის ლადო ქევხიშვილი კი გაკოჭეს და ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა დილით იპოვეს.

თავდამსხმელები ქევხიშვილების ოჯახში ტრაქტორის შესაძენად მოგროვებულ 20 ათას ლარს ეძებდნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ლადო ქევხიშვილმა მეზობლებთან თქვა, რომ ტრაქტორის ყიდვა უნდოდა და ფულიც ჰქონდა. სავარაუდოდ, 3 თავდამსხმელიდან 54 წლის მამაკაცმა ერთ-ერთი ამოიცნო, ამიტომ ის მოკლეს.

სახლში შენახული 20 ათასი ლარი თავდამსხმელებმა წაიღეს.

შემთხვევის ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგამოძიებო ჯგუფი, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტებიც, უკვე დაიკითხა ათობით ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთავი 2