“თაკოს ვეფხია სახლში ჩაუსაფრდა, აბაზანაში შეათრია და ყელი გამოჭრა… მერე სახლის დაწვას შეეცადა”- ახალი დეტალები ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე

"თაკოს ვეფხია სახლში ჩაუსაფრდა, აბაზანაში შეათრია და ყელი გამოჭრა... მერე სახლის დაწვას შეეცადა"- ახალი დეტალები ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზებარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგონას დედა ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც ვეფხვია ბაქრაძემ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრა, იმ სახლის დაწვა სცადა, სადაც საზარელი ფაქტი მოხდა.

– უფროსმა შვილიშვილმა მითხრა, რომ თათიას ოთახიდან გამოსული ვეფხვია კედლებზე და იატაკზე რაღაც სითხეს ასხამდაო- ამბობს ნათელა გობაძე.

მისი თქმით, ბრალდებულმა ვაკეში გერის ნაქირავები ბინის კარი წინა დღეს დააზიანა და მკვლელობის დღეს პოლიციიდან დაბრუნებულ თამარს სახლში დახვდა.

მოკლულის ერთ-ერთი შვილის მონაყოლის მიხედვით, ძალის გამოყენებით აბაზანაში შეიყვანა და ყელი გამოჭრა, თაკო გამრეკელაშვილი გაქცევას ცდილობდა, თუმცა მამინაცვალისგან თავის დაღწევა მაინც ვერ შეძლო.

– მკვლელობამდე მან ყველაფერი დაჭრა, ტელევიზორზეც იყო დანა ჩარტყმული. ჩემ შვილს რას ედავებოდა და თაკო არ უთმობდა, პირდაპირ ეუბნებოდა, რომ შენ დედაჩემი გჭირდება, იყენებ. მე კი მეუბნებოდა, რატომ აკვლევინებ თავს, რა ვალდებული ხარ, არჩინოო, – აცხადებს მოკლულის დედა.

ნიუპოსტი