წალკაში 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს – წაღებულია 600 ლარი

წალკაში 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს - წაღებულია 600 ლარიწალკაში ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ნიღბიანი პირი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს.

დაშავებული გამთენიისას მეუღლემ ნახა, რომელსაც სახლის მეორე სართულზე ეძინა და მომხდარის შესახებ არ გაუგია.

სახლიდან წაღებულია 600 ლარი.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ინფორუსთავი