„წინასწარი ინფორმაცია პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე პარტიაში უკვე არსებობს“ – თალაკვაძე ახალ შემადგენლობაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტსაბჭოს შესახებ გარკვეული ინფორმაცია პარტიაში უკვე არსებობს. მისი განცხადებით ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავაეში.

„პარტიაში თვისობრივად გაძლიერდება პოლიტიკის შემუშავების პროცესი, პოლიტსაბჭო ძალიან აქტიურად დაეხმარება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს პარტიის ახალი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე იყო საუბარი პარტიული კონფერენციების დროს და სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში ჩვენს პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“ რეფორმების ახალ ტალღას. კონკრეტულად შემადგენლობაზე თავს შევიკავებ საუბრისგან, თუმცა, რა თქმა უნდა ჩართული ვარ ამ კონსულტაციებში და გარკვეული წინასწარი ინფორმაცია უკვე არსებობს ჩვენს პარტიაში, როგორც გითხარით განახლება ნამდვილად მოხდება და განახლებული შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018