ცისნამი საყვარლიშვილი – “2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ – ჩემი ძმა ოთარი”

ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"ამერიკაში მცხოვრებმა ცისნამი საყვარლიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ჩემს მშობლებს დიდი ხანი არ ჰყავდათ შვილი. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს და მე მიშვილეს ორი კვირის, ძალიან პატარა და უსუსური. მადლიერების ნიშნად ღმერთმა დაასაჩუქრა და ჩემი აყვანიდან ზუსტად ორი წლის თავზე, მათ საკუთარი შვილი შეეძინათ, ჩემი ბომბორა ძმა ოთარი.
ორი წელია ჩვენს შორის სხვაობა და ეს ორი წელი სულ იმის გრძნობას მიტოვებდა რომ ის ყოველთვის და ყველგან მე უნდა დამეცვა. ჯერ კიდევ ბავშვობაში ბიჭებთან თუ ჩხუბი მოუვიდოდა, გავვარდებოდი და ბიჭივით ვჩხუბობდი მის გამო ყველასთან. რამდენჯერ მყავს სანდალა ნაცემი მის გამო. ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"?ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"?ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"?სკოლაშიც აბა ვინმეს დიდი გული ჰქონდა და ჩემი ძმა დაეჩაგრათ, ჩემი შიშით ვერავინ ვერაფერს უბედავდა. ასე გამოვზრდე ჩემი ტკბილი ძამიკო.
ამას წინათ დედაჩემი იხსენებდა, ალილოობას ბავშვები მიდიოდით სამღერად, გარეთ ძალიან ციოდა, ისე ჩაფუთნე შენი ძმა, იმდენი რამ მოახიე კისერზე, რომ მარტო თვალები უჩანდა და ძლივსღა სუნქავდაო. გეშინოდა არ გაციებულიყოვო. მოვკვდით სიცილით, ამ ამბის გახსენებაზე.
ძაან საყვარელი ბავშვი იყო ოთარი, ხუჭუჭა თმებით, ბუთქუნა, ფუმფულა, ბოთო-ბოთო თითებით და სულ თითებზე ვკოცნიდი ხოლმე. რაღაცნაირი კეთილია, გულიანი. მე მისგან განსხვავებით ქაჯი, ახტაჯანა ვარ. ჩემს ერთადერთ ძმას თვალისჩინივით ვუფრთხილდები დღემდე და მიუხედავად იმისა რომ სულ მაბრაზებს, ბევრ რამეში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, უზომოდ მიყვარს და მთელი ცხოვრება ასე იქნება. მის წინ არასდროს არავის დავაყენებ და ოთოს ვინმე ზედმეტს ეტყვის, პირადად ჩემთან ექნება საქმე.
პაპაჩემი რომ კვდებოდა, ანდერძივით დამიბარა, შენა შვილო ისეთი ხარ, ცარიელ ქვაზეც კი იცხოვრებ, იქაურობასაც ააყვავებო, ოთო კი ცოტა არ იყოს წყალწაყებულია, მიმიხედე და მთელი ცხოვრება გვერდში ედექიო. ხოდა ასე ვაჟკაცურად ვასრულებ პაპაჩემის დანაბარებს. მე ყველაზე უბოროტო, და თბილი ძმა მყავს.
ჩემი ბოხოხი, ჩემი სიყვარული ძამიკო.
9 აპრილს მისი დაბადების დღეა და მოდით, ყველამ ერთად მივულოცოთ.
ვანო რომ მღეროდა ხოლმე: “გაიხარეთ ოთარის მეგობრებო, დღეს ოთარის დაბადების დღეა.” ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"
მიყვარხარ ოთოშ, შე მაგარო! მთელ კახეთის რეგიონში ცნობილი მუსიკოსი და ხელოვანი ახალგაზრდა კაცია, რომელიც მამის კვალს გაყვა. მუსიკა მისთვის მთელი ცხოვრებაა. არასდროს არ უყვარდა მამულებში მუშაობა და სულ ძალით დამყავდა ხოლე. სანამ ოთო ერთ ძირ ატამს ძირს გამოუბარავდა, მე უკვე ათი ძირი მქონდა დაბარული. გაგორდებოდა მინდორზე და სიმღერას იწყებდა. ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"?ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"?ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"?#მრავალჟამიერ
ჩემი სუპერ-დუპერ ძმა. მიკალხალ გულსი! გილოცავ დაბადების დღეს!
შენი თითამი
ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი" ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი" ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"
P.S. ფოტოზე პატარა ცისნამი და ოთარი. ცისნამი საყვარლიშვილი - "2 კვირის ვიყავი, როცა მიშვილეს და 2 წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ - ჩემი ძმა ოთარი"✌”