ვალვერდემ სეზონის ბოლოს შესაძლოა ბარსელონა დატოვოს

ვალვერდემ სეზონის ბოლოს შესაძლოა ბარსელონა დატოვოსესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია რომ სეზონის ბოლოს ერნესტო ვალვერდემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს, მიუხედავად იმისა რომ მან ესპანეთის თასი უკვე მოიგო, ხოლო ჩემპიონობამდე კი ძალიან ცოტაა დარჩენილი.

რომასთან მარცხმა ბარსელონას ხელმძღვანელობა გაანაწყენა და შესაძლოა ვალვერდეს კარისკენ მიუთითონ, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამ თემის გარშემო არ გაკეთებულა.

თვითონ ვალვერდე ასევე არ საუბრობს თავის მომავალზე და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. სავარაუდოდ ვალვერდეს ბედი ზაფხულში გადაწყდება.