“ვანო ზარდიაშვილმა სხვისი შარდი შეიტანა პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში და ამიტომ გაუშვა ზურა ადეიშვილმა პროკურატურიდან” – რას ყვება ნიკა გვარამია

"ვანო ზარდიაშვილმა სხვისი შარდი შეიტანა პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში და ამიტომ გაუშვა ზურა ადეიშვილმა პროკურატურიდან" - რას ყვება ნიკა გვარამიავინ არის და რატომ გააგდო ზურაბ ადეიშვილმა პროკურატურიდან ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს და გიორგი მარგველაშვილს შეწყალების გამო აკრიტიკებს?

– ზარდიაშვილი პოლიტიკური ფიგურანტი გახდა… ვალერი ცერცვაძის ხელის ბიჭი დღეს ასამართლებს ქვეყნის პრეზიდენტს… კომიზმამდე ვართ მისული, – ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ,,არჩევანის“ ეთერში მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებები გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ.

– პრეზიდენტ მარგველაშვილზე განცხადებებს რომ აკეთებს ადეიშვილის სამდივნოს ბიჭი… ვანო ზარდიაშვილი იცით პროკურატურიდან რატომ გაუშვეს 2005 წელს? იმიტომ, რომ ნარკოტესტი ვერ გაიარა, კამერამ დააფიქსირა, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში და ამის გამო გაუშვა ეს კაცი ზურა ადეიშვილმა პროკურატურიდან. არ გაუშვია მგლის ბილეთით, სავარაუდოდ მან განცხადება დაწერა, მაგრამ იმ მუშაობდა, ხალხი დაჰკითხეთ, ემახსოვრებათ…

ეს კაცი რიხით მაინც ნუ ლაპარაკობს იმას, რომ ადეიშვილის დროს შერჩევითი სამართალი იყოო… ვინმე ვანო ზარდიაშვილი, რომელიც არარაობაა, სრულიად შემთხვევით, ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილებით პარლამენტში რომ ზის და აკეთებს განცხადებებს ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ – არა და სიურპრიზებს გვთავაზობს…

პოლიტიკური ფიგურანტი გახდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ დავალებებს ასრულებს, რომელსაც აძლევდა ვალერი ცერცვაძე… ვალერი ცერცვაძის ხელის ბიჭი დღეს ასამართლებს ქვეყნის პრეზიდენტს… კომიზმამდე ვართ მისული, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიუპოსტი