ვანში საარჩევნო კომისიას და დამკვირვებლებს შორის შელაპარაკება მოხდა

ვანში საარჩევნო კომისიას და დამკვირვებლებს შორის შელაპარაკება მოხდავანში #1 საარჩევნო უბანში ხმის მისცემის პროცედურა ხმაურის ფონზე დაიწყო. კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება პირველი ამომრჩევლის შესვლისთანავე დაიწყო.
“დარღვევით აპირებდნენ კენჭისყრის პროცედურის დაწყებას და საკონტროლო პაკეტის ჩაგდების გარეშე აპირებდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას,” – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა დათო ჟღენტმა.
კომისიის თავჯდომარის ირმა აბრამიძის განმარტებით კი, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„უსაფუძვლოა მათი პრეტენზიები. დარღვევა რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაწერდნენ საჩივარს, საჩივარი კი არ დაწერილა”,- განაცხადა ირმა აბრამიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

ინტერპრესნიუსი