Xiaomi-ს Mi Band 3 სამაჯური მზის ენერგიით იმუხტება

ჩინეთში Xiaomi Mi Band 3 წარადგინეს, რომელმაც ყველა წინა მოდელში არსებული ფუნქციონალი და კიდევ უფრო მეტი მიიღო. როგორც გამოცემა Navigator-ი წერს, 17 დოლარად Xiaomi-ს ჯერ ამ დონის სამაჯური არ გამოუშვია. დიზაინით და ფუნქციებით, ის არაფრით ჩამოუვარდება Gear Fit 2 Pro-ს, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს მასზე.

Xiaomi Mi Band 3-ს რკალისებული 1,5 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი აქვს, რომელიც სენსორულად იმართება. Xiaomi-ს ინჟინრებმა მოწყობილობაში მზის ენერგიით დამუხტვის ფუნქციაც კი ჩადეს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ თბილ ამინდში, როცა გარეთ საკმარისი შუქია, საათი მზის ენერგიით დაიმუხტება.

სამაჯურის უკანა მხარეს მოთავსებულია სენსორები, რომლებიც ზომავენ პულსს, სტრესის დონეს და წყლის რაოდენობას ორგანიზმში. ტრეკერს 20-მდე სპორტული აქტივობის ამოცნობა შეუძლია, რომელთა შორის არის – სირბილი, ფეხბურთი, ცურვა, ცხენით ჯირითი, ალპინიზმი და ა.შ.

Xiaomi Mi Band 3-ს აქვს Wi-Fi 802.11ac, რაც ინტერნეტთან სმარტფონის გარეშე დაკავშირების საშუალებას აძლევს. სამაჯური ასევე აღჭურვილია Bluetooth 5.0 LE-ით, რომლის დახმარებითაც ტელეფონს, პლანშეტს და სხვა მოწყობილობას უკავშიდება. სამაჯურში ასევე ჩაშენებულია GPS სენსორი.

სამაჯური ჩინურ მაღაზიებში უკვე იყიდება

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018