ავარია წეროვანთან – ავტობანზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

რამდენიმე წუთის წინ ავტობანზე, წეროვანთან, ავარია მოხდა, რამაც რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საცობი წარმოქმნა.

გურია ნიუსის ცნობით, მსუბუქი მანქანა სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც მგზავრები ისხდნენ. შემდეგ კი ეს მიკროავტობუსი საპირისპირო მხარეს მომავალ სატვირთოს შეეჯახა.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018