ანხელ დი მარია შესაძლოა ატლეტიკოში ვიხილოთ

პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დი მარიას პსჟ-დან წასვლა სურს, რადგან ის პარიზულ კლუბში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არ არის.

ატლეტიკო შესაძლოა ანტუან გრიზმანმა დატოვოს და მადრიდში უკვე ეძებენ მის შემცვლელს. აღსანიშნავია ისიც რომ დი მარია 4 წლის მანძილზე რეალის ღირსებას იცავდა და ამ გარემოების გამო, მან შესაძლოა უარი თქვას ატლეტიკოში თამაშზე. დი მარიას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018