არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

არსენალის ახალი  მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, როგორც არსენალმა, ასევე ემერიმ.

ემერი არსენალთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება წელიწადში. ემერის თქმით ის ძალიან ბედნიერია რომ მას არსენალში მუშაობის შანსი მიეცა და ის თავს არ დაზოგავს ლონდონური კლუბისთვის.

ემერიმ ორი წელიწადი პსჟ-ში იმუშავა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ვერ მიაღწია, რის გამოც ის გაანთავისუფლეს.

პსჟ-მდე ემერი სევილიას მწვრთნელი იყო და გუნდთან ერთად ევროპის ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018