”გამოდით!” – პროკურატურიდან პარლამენტისკენ მიმავალ ხალხს ოვაციებით აცილებენ – გადაიკეტა ბარათაშვილის ქუჩა და თავისუფლების მოედანი

პროკურატურიდან პარლამენტისკენ წამოსულ აქციის მონაწილებს რიგითი მოქალაქეები ოვაციებით აცილებენ. მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად ზაზა სარალიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს მანქანის საყვირებით აცილებენ და ტაშს უკრავენ. მსვლელობის მონაწილეები ასევე სკანდირებენ – „გამოდით“ და ამით ისინი მოსახლეობას პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ინტერპრესნიუსის ცნობით, მოქალაქეთა ნაწილი თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან უერთდებიან მსვლელობას, რომელსაც წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიუძღვება.
ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე, მოძრაობა დროებით გადაიკეტა სანაპიროზე, ბარათაშვილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები „თავისუფლების მოედანზე“ არიან და პარლამენტის შენობის წინ მიემართებიან, სადაც პროკურატურასთან დაწყებული აქცია განახლდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018