დალია გრიბაუსკაიტე თბილისში ჩამოვიდა

საქართველოში ვიზიტი დაიწყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც თბილისს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც შედგება საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქართული და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებით წარდგებიან.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს პატივსაცემად ოფიციალური ლანჩი გაიმართება.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ხვალ დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად, 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018