დემეტრე გამსახურდიამ პოლონეთში მუსიკალური პიესა “ვიკარე” დადგა – “მოუსმინეთ, გაიაზრეთ, და ნათესაობის გამო ნუ დაალაიქებთ…” – ვიდეო

ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა და კონსტანტინე გამსახურდიას შვილმა, დემეტრე გამსახურდიამ, პოლონეთში მუსიკალური პიესა “ვიკარე” დადგა.

ამის შესახებ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა ფეისბუქში დაწერეა.

კონსტანტინე გამსახურდია:

“ინტერაქტიული, მუსიკალური თეატრისთვის შექმნილი პიესა “ვიკარე,” რომლის პრემიერაც ახლახანს გაიმართა კრაკოვის რეგიონში, პოლონური მუსიკალური სცენის დიდი ნესტორის, კჟიშტოფ პენდერეცკის სახელობის ცენტრში. ორკესტრი – ძირითადად შვეიცარიელი და პოლონელი მუსიკოსებითაა შედგენილი. პიესის და მუსიკალური ნაწილის ავტორი დემეტრე გამსახურდია. დირიჟორი ვიქტორ კოჩიუბანი.

“ვიკარე” არის ეტრუსკული ფორმა სახელისა “იკაროსი” – ბერძნული მითოლოგიის კაცი, ვისაც სურდა გაფრენა, მაგრამ ჩამოვარდა. ეტრუსკები, იგივე “რასენები” იყო მნიშვნელოვანი კულტურის მატარებელი ხალხი იტალიურ ტოსკანაში, რომლის კვალიც ისტორიაში ჩვენი წელთაღრიცხვის დადგომიდან მალევე ქრება. დასავლეთში არსებობს ვარაუდი მათ იბერიულ-იაფეტურ- წინააზიურ წარმოშობაზე. ამ დადგმაში ეტრუსკული ტექსტებიც არის გამოყენებული.

მუსიკა რაღაცით მგავსია თანამედროვე ამერიკული “მინიმალ მიუზიკის”, არა იმდენად მელოდიურობაზე აგებული, არამედ მიდის ძალიან თავისებური რიტმიკის ფონზე, მასში ჩართულია ქართული და კორსიკული საკულტო სიმღერების მოტივები. სცენაზე რამოდენიმე პერსონაჟი მოქმედებს.”

ცოტნე გამსახურდია:

“ჩემი ძმისშვილის, დემეტრეს ძალიან საინტერესო ნამუშევარი ზოგადსაკაცობრიო თემაზე – დანახული ქართველ-ური პრიზმიდან… ეტრუსკების,პელაზგების და სხვა პროტოქართველური ტომებისა და მათი წვლილის შესახებ კაცობრიობის ისტორიაში ჯერ კიდევ ბაბუამისი საუბრობდა “საქართველოს სულიერ მისიაში”. საქართველო და მისი მისია ცალკე განვიხილოთ, მაგრამ ამ, ევროპის წინარე-მოსახლეობის შესახებ დიახაც უამრავი მატერიალური, ლინგვისტური, ფილოსოფიურ-მითოლოგიური ფაქტები არსებობს და კარგია, რომ დღეს ევროპას ეს აინტერესებს…

ყოჩაღ დემეტრეს! რას ნიშნავს დალაგებულ ქვეყანასა და ატმოსფეროში ჩამოყალიბებული ახალგაზრდა… რა იქნებოდა, საქართველოს და მის თაობებსაც ღირსებოდა ეს, იმ ორმოს ნაცვლად, სადაც იმპერიის და ერთი მუჭა ნაძირლების წყალობით აღმოვჩნდით…!
მხოლოდ ჩემს თვალწინ, ჩემს სამეზობლოში რამდენი ნიჭის დაღუპვა მინახავს და ვხედავ  😞

მოუსმინეთ, გაიაზრეთ, და ნათესაობის გამო ნუ დაალაიქებთ…”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018