ელისო კილაძე ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს

ელისო კილაძე ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებსელისო კილაძე, პგაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს. კილაძის განცხადებით, მას უცნობმა პირმა რედაქციაში ვიდეომასალა მიუტანა. ვიდეომასალით გაირკვა, რომ მასზე ლაშა ვაშაკიძის დაკავებაა ასახული, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს. ჩანს, რომ მას სამოქალაქო ფორმში ჩაცმული 5 პირი აკავებს, სადაც სავარაუდოდ ნარკოტიკის ჩადების ფაქტი იკვეთება.

„ჩემთვის უცნობმა პირმა გადმომცა დისკი და მითხრა, რომ მასზე ასახულია ჩადების ფაქტი და როდესაც ვკითხე, ვინაობა იცის თუ არა, ვის უდებენ ნარკოტიკს ან იარაღს, მან მითხრა, რომ ვინაობა არ იცის. ეს ფირი სრულად ავტვირთე Facebook-ის გვერდზე, დამიკავშირდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, მან მითხრა, რომ ვიდეოფირზე არის მისი მეუღლე, ლაშა ვაშაკიძე, მას ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და იარაღი,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

პრესკონფერენცია ჟურნალისტმა დღეს ლაშა ვაშაკიძის ადვოკატთან, გაგი მოსიაშვილთან, ერთდ გამართა.

„ამ ვიდეო ჩანაწერში, რეალურად, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა სისხლის სამართლის ოფიციალურ საქმესთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა სამართლებრივი რეაგირება განვახორციელოთ და დავიცვათ ლაშა ვაშაკიძის კანონიერი ინტერესები,“ – განაცხადა ადვოკატმა.