ვალერი გელბახიანი – ”გამოძიებას სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ „ბასიანის“ხელმძღვანელობა კავშირშია ნარკოტიკებთან”

კლუბ „ბასიანის“ მენეჯერი გიორგი უჯმაჯურიძე სამართალდამცავების კითხვებს თითქმის ორი საათი პასუხობდა. კლუბის მენეჯერი დიღმის პოლიციის სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა. უჯმაჯურიძე გამოძიებას ჩვენებას 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

უჯმაჯურიძის ადვოკატ ვალერი გელბახიანის ის განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ „ბასიანის“ წინააღმდეგ ცალკე საქმეა გამოყოფილი.

– მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ იქ მყოფი სტუმრების მიმართ იყო შეთავაზება, რომ დაეყარათ ჯიბეში არსებული ნარკოტიკები იმ ხალხმა დაყარა და ახლა ამოღებულ ნარკოტიკებთან დაკავშირებით უნდათ, რომ კავშირი მოძებნონ „ბასიანის“ ხელმძღვანელობასთან.  ეს ასე არ იქნება, რა ეჭვებიც არ უნდა ჰქონდეთ, როგორი განზრახვაც არ უნდა ჰქონდეთ. ასეთ საფუძველზე მტკიცებულებები ვერ შეიკრიბება.

მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მაქვს ეჭვი რომ, გამოძიებას  უნდა დადგეს კვალზე, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თითქოს ბასიანი კავშირშია ნარკოტიკებთან. ეს ასე არ არის და დღევანდელმა დაკითხვამ ეს დაადასტურა, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018