ვინ არის “ჩცდ”-ს კეკე – „ცოტა “ისტერიჩკაა”, მე ასეთი არ ვარ”

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი პერსონაჟი კეკე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი თაკო ჭანუყვაძეა. მსახიობი დაქორწინებულია და ჰყავს 3 შვილი – ანასიკო.

მსახიობს მისი პერსონაჟის ხასიათი დიდად არ მოსწონს, რაც შეეხება მსგავსებას თაკო აცხადებს, რომ მასსა და კეკეს შორის მსგავსება მხოლოდ ის არის, რომ სახლში ყოველთვის ცდილობს კარგ ფორმაში და “გაპრანჭული” იყოს.

“ვერ ვიტყვი, რომ კეკესა და ვატიკანას შორის დიდი სიყვარული იგრძნობა, ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაში კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირია. არის რაღაცეები, რაც კეკეს და ვატიკანას ურთიერთობაში არ მომწონს. კეკე ცოტა “ისტერიჩკაა”, რაღაცეებს დაუფიქრებლად ლაპარაკობს, მე ასეთი არ ვარ” – აცხადებს მსახიობი ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018