ზაზა სარალიძეს საია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს – როდის შეხვდება ხორავაზე მოკლული მოზარდის მამა საია-ს იურისტებს

ხორავას ქუჩაზე მოკლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. თავის მხრივ ზაზა სარალიძეც მზადაა საიას იურისტებს შეხვდეს. საიას ხელმძღვანელის სულხან სალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს და ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხება, თუ პროკურატურა სათანადო ფორმით არ იქნება ჩართული ამ პროცესში:

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს და პრეტენზიებს, რომელიც პროკურატურის მისამართით ისმის ამ პროცესში. გარდა ამისა, ასევე ბატონ სუბელიანთან დაკავშირებული განცხადებები. მე მქონდა მცირე კომუნიკაცია ბატონ ზაზასთან და გამოვთქვი სურვილი, რომ მზად ვართ, შევხვდეთ, მოვისმინოთ ის არგუმენტები და პრეტენზიები სამუშაო ფორმატში, რაც მას გააჩნია პროკურატურასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს და ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხება, თუ პროკურატურა სათანადო ფორმით არ არის ჩართული და არ მონაწილეობს ამ პროცესში. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს შეხვედრა გავმართოთ,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018