ზაზა სარალიძე: ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი – ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი

ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ მოკლა ჩემი შვილი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” წერს.

მისი თქმით, მას სისტემა დაუპირისპირდა. „შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას მე ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავაგნგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

„გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები,“ – განაცხადა მოკლული დავით სარალიძის მამამ.

მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უშუალოდ დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლენილა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018