ზაზა სარალიძე – „მიხეილ კალანდიას ძმამ მირზა სუბელიანის სახლში ყოფნა დაადასტურა“

ზაზა სარალიძე - „მიხეილ კალანდიას ძმამ მირზა სუბელიანის სახლში ყოფნა დაადასტურა“ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმის, მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია დაიკითხა. კალანდიას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. ადვოკატები და მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ღიად საუბრობენ კალანდიას მიერ მიცემულ ჩვენებაზე.

– მთავარი დეტალი, რაც ბატონმა ლუკა კალანდიამ განაცხადა, დაადასტურა მირზა სუბელიანის სახლში ყოფნა თავისთან, როდესაც მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი მსჯავრდებული მასთან იმყოფებოდა. რამდენად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს მირზა სუბელიანი და ეს ბავშვები, ეს არ უთქვამს იმიტომ, რომ სახლში არ ვიყავიო. მირზა სუბელიანის იქ ყოფნა მიხეილ კალანდიამ და მამამისმა გამორიცხეს თავიანთ ჩვენებებში. ამ ბავშვმა კი დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო მასთან სახლში და მამას ეკონტაქტა, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადვოკატების თქმით, მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებაზე, მოწმეებსა და ბრალდებულებზე გავლენას ახდენს.

– უამრავ დეტალთან დაკავშირებით მისი ჩვენებები აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი ოჯახის სხვა წევრების მიცემული ჩვენებისგან, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, კონკრეტულად, მირზა სუბელიანის კონკრეტულ სახლში უმოკლეს ვადაში აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ დაადასტურა დღევანდელმა მოწმემ, რასაც სხვა მოწმეები არ ადასტურებდნენ, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ნიუპოსტი