ზაქარია ქუცნაშვილი: “პირადი ცხოვრება თითქმის აღარ მაქვს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში თავისი ცხოვრების რეჟიმზე საუბრობს.

მისი თქმით, კვებას მკაცრად აკონტროლებს, ვარჯიშობს, სიგარეტს არ ეწევა და ალკოჰოლურ სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სწყალობს. ქუცნაშვილის თქმით, გადატვირთული გრაფიკის გამო ოჯახთან კვირის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათი ახერხებს ყოფნას.
“პირადი ცხოვრება თითქმის აღარ მაქვს და თუ მაქვს, მხოლოდ რამდენიმესაათიანი ურთიერთობა მთელი კვირის განმავლობაში. სახლში მივდივარ, ბავშვებს შძინავთ, ოჯახს მოწყვეტილი ვარ” – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ინტერვიუ სრული სახით იხილეთ ჟურნალ “სარკის” ახალ ნომერში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018