ზუგდიდში სკოლის 3 მოსწავლე ანტიფაროსანას ნივთიერებამ მოწამლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლაში 3 მოსწავლე აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სოფელ ურთიდან სკოლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ სამი მოსწავლე შეიყვანა დაუზუსტებელი ინსექტიციდების ტოქსიური ეფექტით. საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ნივთიერებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ.

– სამივე ბავშვს გამოხატული ჰქონდა ბრონხოსპაზმი და გაძლიერებული ნერწყვდენა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველანი ამ დრომდე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩებიან, – აღნიშნა მან.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ ურთაში დილით ჩატარდა შეწამვლის სამუშაოები, რის შესახებაც 24 საათით ადრე სოფლის რწმუნებული გააფრთხილეს და შესაბამისი რეკომენდაციაც გაიცა.

შტაბისვე განმარტებით, ისინი ასე მოქმედებენ ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის შეწამვლის წინ. მათი თქმით, ურთა შეიწამლა სკოლის და ბაღის ტერიტორიის გარდა.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, სკოლაში მისულმა ბავშვებმა მასწავლებელს განუცხადეს, რომ თავს ცუდად გრძნობდნენ და გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ.

– გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს, – თქვა ფარცვანიამ.

შეიწამლა თუ არა სკოლის ტერიტორია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ნივთიერებით, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა არ იცის.

ევალებათ თუ არა მათ სკოლების დაუწყება ასეთ დროს, როცა შეწამვლის ღონისძიებები იწყება, განმარტა, რომ ამისთვის რწმუნებულები არსებობენ.

ლაივპრესი

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018