ზუგდიდში N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბოლო ზარზე საკლასო ოთახი ჩაუკეტეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარის გარეშე დარჩნენ.
მათი განცხადებით, სკოლის დირექტორმა დოდო ცქვიტაიამ, მოსწავლეებს კარი ბოქლომით ჩაუკეტა.

მათივე მტკიცებით, დირექტორმა დასჯის ეს მეთოდი მხოლოდ იმიტომ გამოიყენა რომ 24 აპრილის შემდეგ სკოლაში არ დადიოდნენ.

“ჩვენ კანონი გვაძლევს თავისუფალი დასწრების უფლებას. დირექტორმა გვითხრა რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საკლასო ოთახს ბოქლომი ედო და ბოლო ზარის დღეს სპეციალურად ჩაკეტა. გასაღები სეიფში შეინახა და კლასის კარები არ გაგვიღო,”- აცხადებენ მოსწავლეები.

სკოლის დირექტორი ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს და აცხადებს, რომ საკლასო ოთახი 24 აპრილის შემდეგ დაკეტილი იყო.

ელემენტალურ დამოკიდებულებაზეა საუბარი. ბოლო პერიოდში საკლასო ოთახი დაკეტილი იყო. ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ და არგუმენტად მოჰყავდათ, რომ თითქოს კანონი მათ აძლევთ ამის უფლებას. ამიტომ წინა დღეს გასაღები ამოვატატინე და ჩემთან შევინახე. ბოლო ზარის ჩატარების ინიციატივა მე არ გამომიჩენია. ჩაეტარებინათ გარეთ, მათ ისედაც ეს სურდათ “-აღნიშნა ცქვიტაიამ.

როგორც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია აცხადებს, მისმა უწყებამ საკითხის მოკვლევა უკვე დაიწყო, ისევე როგორც საიამ რომელსაც მოსწავლეებმა თავად მიმართეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018