თბილისში ბავშვებზე მოძალადე ბაღის თანამშრომელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობაში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნო.

მთავარი პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 2017 წლის ოქტომბერში თბილისში მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელის თანაშემწემ აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც ბავშვი იატაკზე დააგდო. ასევე, დადგინდა, რომ იგივე პირმა 2018 წლის იანვარში ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა. ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ ერთი წლითა და ექვსი თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

droa.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018