თბილისში ბიზნესმენ ზაზა ბაირამოვის მანქანა ააფეთქეს

დღეს გამთენიისას თბილისში ბიზნესმენ ზაზა ბაირამოვის მანქანა ააფეთქეს.

ბაირამოვი გადარჩა, ის აფეთქების მომენტში ავტომობილში არ იმყოფებოდა. კრიმინალურ თავდასხმას კანონიერი ქურდების მონაწილეობით საქმის გარჩევა უძღოდა. საუბარია ხორცპროდუქტების ბიზნესში წილების გადანაწილებაზე.

– შანტაჟია ეს, ეს ნამდვილად, დარწმუნებული ვარ, მაგ თემაში, რომ დაწვეს მანქანა. ახლა, ააფეთქეს თუ დაწვეს, ეს სპეციალურად არის გაკეთებული, – აცხადებს ზაზა ბაირამოვი.

მისი თქმით, მას 3-4 სხვადასხვა ნომრიდან ურეკავდნენ სხვადასხვა კრიმინალური ავტორიტეტების სახელი

– როდესაც ვითხარი, რომ თურქეთში ავტორიტეტების შეკრებაზე არ ცავიდოდი, მითხრეს, ნახავ, რა გელოდებაო შენ, – უთხრა კურიერს ზაზა ბაირამოვმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018