თბილისში ცხოველების საკვები აპარატები დამონტაჟდება

თბილისში ცხოველების საკვები აპარატები დამონტაჟდება, – ამის შესახებ კახი კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მინდა შევეხო ერთ საინტერესო პროექტს. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საინტერესო პლატფორმა – დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები, თუ რისი განხორცირლება შეიძლება ქალაქში. დიდია აქტივობა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან განხორციელდება. კერძოდ, ესაა ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას. დედაქალაში რამდენიმე ასეთ აპარატი დაყენდება. ამ აპარატების მოვლასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს ცხოველთა სააგენტო. გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი ის აქვს, რომ ცხოველების კვებაში კიდევ ბევრი ადამიანი ჩაერთვება”,-განაცხადა კალაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018