“თვითმფრინავში ბომბია!” – მგზავრები ბორტიდან გადახტნენ და ცხვირ-პირი დაიმტვრიეს – ვიდეო

ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილ თვითმფრინავში პანიკა მას შემდეგ ატყდა, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა უხეიროდ იხუმრა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ.

ავიაკომპანია ინდონეზიას ეკუთვნის.

შეშინებული მგზავრები მყის ლაინერის კუდში განთავსებული ავარიული გასასვლელისკენ გაცვივდნენ და უწესრიგოდ დაიწყეს ხომალდიდან გადახტომა. შედეგად, დაშავდა 11 მგზავრი. ზოგ მათგანს კიდურები აქვს მოტეხილი, ზოგმა კი თავის ტრავმა მიიღო.

ადგილზე გამოცხადებულმა სპეციალისტებმა თვითმფრინავი საფუძვლიანად შეამოწმეს, მაგრამ ასაფეთქებლის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს.

პოლიციამ მგზავრი, რომელმაც ბომბის შესახებ იხუმრა, დააპატიმრა.

გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018