თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობისთვის მის კლასელ ივა ტორაძეს 14 წელი მიუსაჯეს

კლასელის, თორნიკე ბაღაშვილის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ მიიღო.

ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა ივა ტორაძემ სასჯელის შემსუბუქება ითხოვა.

– ვითხოვ შემსუბუქებას და სამართლიან გადაწყვეტილებას, – განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე.

დაცვის მხარე საქმის 108-ე  მუხლზე გადაკვალიფიცირებას და ბრალდებულის  ამ მუხლის მინიმალური ვადით,  7 წლით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ  მხარის არგუმენტები, იმასთან დაკავშირებით, რომ ივიკო ტორაძეს მეგობრის მკვლელობა წინასწარ არ განუზრახავს, არ გაითვლისწინა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.

შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 1 დეკემბერს მოხდა.

მაშინ მედიაში დაიწერა, რომ თორნიკე ბაღაშვილის ბებიის, სატელეფონო შეტყობინებებისა და მეზობლების მონათხრობიდან გამომდინარე, 1 დეკემბერს მომხდარი მოვლენები ასე განვითარდა:

გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება გამოიწვია მათი საერთო მეგობარი გოგონას მობილური ტელეფონის დაკარგვამ. გოგონამ ეჭვი ბრალდებულზე მიიტანა, რომლის საცხოვრებელი მისამართი, სავარაუდოდ, თორნიკე ბაღაშვილმა ამცნო დაზარალებულს. ამ ფაქტმა კი ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და აწგარდაცვლილს სატელეფონო შეტყობინებებში ემუქრებოდა, ის შეხვედრას ითხოვდა “საქმის გასარჩევად”. საბოლოოდ, შეხვედრა მოხდა სოფელ ოფშკვითის განაპირას, მინდორში.“საქმის გარჩევა” ხმამაღალი შელაპარაკებით დაიწყო, შემდეგ კი თორნიკე ჩაიკეცა, როგორც აღმოჩნდა, ის გულის არეში იყო დაჭრილი.

მოზარდი მისმა მეგობრებმა გადაიყვანეს ჯერ მახლობელ სახლში, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეს საავადმყოფოში მისი წაყვანა.გზად კი შემხვედრ სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.სამწუხაროდ, თორნიკე ბაღაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული თბილისში დააკავეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018